დამეწყრილი მიწის მასა საძინებლებში - მძიმე ვითარებაა ქობულეთის სოფლებში

08.09.23 17:09
დამეწყრილი მიწის მასა საძინებლებში - მძიმე ვითარებაა ქობულეთის სოფლებში

დამეწყრილი მიწის მასა საძინებლებში - ასეთი ვითარებაა დილიდან ქობულეთის სოფლებში. ამ დრომდე სტიქიური უბედურების ეპიცენტრად რჩება აჭარაც.

მაღალმთიან სოფლებში სამაშველო ჯგუფებს ელოდებიან. ხალხი დახმარებას ითხოვს. დამეწყრილი მიწის მასისა და ხეების მორებისგან საკუთარი სახლის ეზოებს და ოთახებს მოსახლეობა თავად წმენდს.

მე მეძინა და ხმაური იქნა, ვთქვი, რა არის მეთქი, ლოგინთან ტელეფონი მედო და ხელი გადმოვყავი და მიწა, რომ ვნახე, მერე მოვტვინე, მიწა შემოვიდა. 2 იქნებოდა, ზუსტად ა მახსოვს, საათზე არ დამიხედია, 112-ში დავრეკე, ბავშვი მანქანაში გავაქციე. 200 მეტრიდან კიდევ რა მოდიოდა, წვიმა იყო, არაფერი არ ჩანდა, ტელეფონიც ვერ გავანათე, მიწაში იყო დამარხული, მერე ვნახე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


ღამით დაიწყო წვიმა, არ გაჩერებულა. თავსხმა წვიმამ ქნა ყველაფერი, კედელი წამოიღო, კედელი ბოლომდე იყო გასული ბოლომდე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

მსგავსი სიახლეები