სტიქიის ეპიცენტრია ქობულეთიც - სამ სოფელში მეწყერი სახლებში შევვარდა

08.09.23 20:19
სტიქიის ეპიცენტრია ქობულეთიც - სამ სოფელში მეწყერი სახლებში შევვარდა

 

 

სტიქია თავს დაატყდა ქობულეთსაც. მძინარე ხალხი დღეს  გამთენიისას ხმაურმა გააღვიძა. რამდენიმე  წამში სახლები მიწით გაივსო. ადამიანები  სიკვდილს აქ სასწაულით  გადაურჩნენ, სახლები საცხოვრებლად უვარგისია. რისკის ზონაში არიან სხვებიც. 

რამდენიმე საათიანმა წვიმამ  მცირე მეწარმეეებს ყველაფერი გაუნადგურა ქობულეთში. მიზეზი მდინარის  გაუწმენდავი კალაპოტია. ყოველი არჩევნების წინ აქ ხალხს ხელისუფლება ჰპირდება, რომ პრობლემას მოუგვარებს, თუმცა არჩევნების მოგების შემდეგ ხალხიც და მათი პრობლემებიც ავიწყდებათ.

 ადამიანები,  ვინც დღე და ღამე ქუჩაში ვაჭრობს, რომ ოჯახები არჩინონ, სრულ სასოწარკვეთილებაშია. სასწავლო წლის დაწყების წინ ბანკის სესხით სავაჭროდ გამზადებული პროდუქცია ნაგავშია გადასაყრელი.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები