სისხლიანი გარჩევა ბათუმში – დაჭრილია შუახნის მამაკაცი
ბათუმში შუახნის კაცი დაჭრეს. ინფორმაციას აჭარა.News ავრცელებს. მამაკაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
მას ჭრილობა, სავარაუდოდ, კისრის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.