ძლიერი წვიმის შედეგად ლილოსა და რუსთავში ქუჩები დაიტბორა
ძლიერი წვიმა თბილისსა და რუსთავში - უხვი ნალექის შედეგად ლილოსა და რუსთავში ქუჩები დაიტბორა. კადრებში, რომელიც ვრცელდება, ჩანს, რომ მანქანები წყლით დაფარულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლ-ჭყაპი.