რაჭის შემდეგ გურია - სტიქიამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა

08.09.23 20:01
რაჭის შემდეგ გურია - სტიქიამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა

 

 

მაშველებმა რამდენიმე წუთის წინ სოფელ ჯიხანჯირში, სკოლის მოსწავლის ცხედარი იპოვეს. ეს უკვე დღევანელი სტიქიის მესამე მსხვერპლია. ბავშვი დღეს დილით, მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ გაუჩინარდა. 11 წლის მოზარდს საზაფხულო სამზარეულოში ეძინა. მოწყვეტილმა მიწის მასამ, ნაგებოდა სრულად დაფარა.

სტიქიამ სკოლის მოსწავლის იმესხვერპლა სოფელ ჯუმათშიც. 11 წლის მოსწავლე ძმას წყლის დინებამ ხელიდან გასტაცა. სილარუში კი მაშველებმა 80 წლის ქალი ცხედარი ნახეს.  

112 ზარების მიღებას ვერ აუდის. ყველა სოფელიდან შველას ითოხვენ. ევაკუიერებულია 50 ადამიანი, თუმცა დახმარება უფრო მეტს სჭირდება. წაღებულია გზები, არ არის დენი, შეწყდა სასმელის წყალი. სახლების ნაწილი მიწამ დაფარა, ადამიანების გაუნდაგურდათ ყველაფერი,  რასაც მთელი ცხოვრება აგროვებდნენ. გაუწმენდავი სანიაღვრე არხები და მდინარეების მოიწესირგებელი კალაპოტები ქვეყნისთვის დაუძლევენ პრობლემად ექცა. 

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები