ვცდილობთ, უმოკლეს დროში იყოს აღდგენილი ელექტროენერგია და გზები გაწმენდილი - ლერი ბარნაბიშვილი

08.09.23 20:22
 ვცდილობთ, უმოკლეს დროში იყოს აღდგენილი ელექტროენერგია და გზები გაწმენდილი - ლერი ბარნაბიშვილი

ვითარება სტიქიის ზონაში - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, ცდილობენ უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგია გურიაში.

მისი თქმით, გზების ნაწილი გაიწმინდა.

ლანჩხუთი-გრიგოლეთის მონაკვეთზე, ასევე ნაწილი სხვა გზებისა გაწმენდილია.  მიმდინარეობს სხვა გზების გაწმენდა. ასევე მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენა და სხვა კომუნიკაციების. ვცდილობთ უმოკლეს დროში იყოს აღდგენილი ეს ყველაფერი". - განაცხადა ბარნაბიშვილმა.  

მსგავსი სიახლეები