საზარელი მკვლელობა ნარუჯაში - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია

საზარელი მკვლელობა ნარუჯაში - "პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია. ირკვევა, რომ მკვლელობის ფაქტს მოკლულის 4 წლის შვილი შეესწრო. ადგილობრივები ამბობენ, რომ არასრუწლოვანი შველას ითხოვდა და საზარელი დანაშაულის შესახებაც მეზობლებს მათ შეატყობინა.
არ იფიქრებდა არავინ, რომ ასეთუ რამე მამა-შვილს შორის მოხდებოდა. 4 შვილი დარჩა ობლად, ორი მცირეწლოვანია და ორი, თუ არ ვცდები, გათხოვილია. ბათუმში იყო ყველა, მარტო ის ასაკიანი კაცი იყო აქ, პენსიონერი იყო, ფულიც ჰქონდა, კი ცხოვრობდა, ყველაფერი, - ყვება ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის სოფელ ნარუჯაში 82 წლის პენსიიონერმა საკუთარი 40 წლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. საზარელი შემთხვევა გუშინ მოხდა. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. 82 წლის კაცის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.