ნარკოტიკებს სასაფლაოებზე, პარკებში ათავსებდნენ, დაკავებულია 10-ზე მეტი პირი - კუპატაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-ზე მეტი პირი დააკავეს.
თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
"დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და დღის განმავლობაში დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან რამდენიმე ეტაპად განხორციელდა შესყიდვა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები - კოკაინი, ჰეროინი, ალფა- პვპ, ელესდე, მარიხუანა და აშ. სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ამ ადამიანების მიერ ნარკოტიკული საშუალებების განთავსება, ეს არის სასაფლაოები, სკვერები, პარკები". - ამბობს კუპატაძე.