პოლიტიკური დავალება შესრულებულია - საგამოძიებო სამსახურმა მიშა მშვილდაძის ცემის საქმე დახურა
ჟურნალისტზე ძალადობის კიდევ ერთი ჩაფარცხული საქმე - კოკა კაციტაძემ მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა, სამაგიეროდ, პოლიტიკური დავალება წარმატებით შეასრულა. მიშა მშვილდაძის ცემის საქმე საგამოძიებო უწყებამ დახურა, ოღონდ ეს ისე გააკეთეს, რომ მედიამენეჯერზე თავდასხმის ორგანიზატორები და სხვა ფიგურანტები არ გამოუვლენიათ.
კაციტაძემ ლილუაშვილის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედა. არადა, მთელმა ქვეყანამ ნახა ვიდეო მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა, რომ მშვილდაძის ცემა სუსის თანამშრომლების მიერ ორგანიზებული და გახორციელებული იყო. ვიდეოკადრები კაციტაძისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ გადაწყვეტილებით კი "ოცნებამ" და მისი გავლენის ქვეშ მყოფმა უწყებამ კიდევ ერთხელ აუნთო მწვანე შუქი ჟურნალისტებზე ძალადობას.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.