ბათუმში, მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა - მან პოლიციის მისამართით გაისროლა

13.09.23 10:58
ბათუმში, მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა -  მან პოლიციის მისამართით გაისროლა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია „უნივერსამში“ 51 წლის შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და თანხას ითხოვდა. შემთხვევა ღამით, სამ საათზე მოხდა. 

ირკვევა, რომ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალის ჩართვა მოასწრეს, თავდამსხმელმა კი გაქცევისას პოლიციელების მისამართით გაისროლა, თუმცა ის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე მალევე დააკავეს. ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა და თანამშრომელს იარაღის მუქარით 2000 ლარი გასტაცა.

ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები