რატომ ითხოვდა შსს მოსამართლე ოსებ აბრამიძის აცილებას - აქტივისტები დეტალებს ყვებიან

13.09.23 17:38
რატომ ითხოვდა შსს მოსამართლე ოსებ აბრამიძის აცილებას - აქტივისტები დეტალებს ყვებიან

ლავროვების ოჯახის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული აქტივისტები, რომლებიც დღეს მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო, ამბობენ, რომ სასამართლო პროცესების დროს შსს-მ მოსამართლე იოსებ აბრამიძის აცილება მოითხოვა. აქტივისტი გელა ხასაია იხსენებს, რომ ეს ფაქტი მათ იმთავითვე უცნაურად მოეჩვენათ. 

სასამართლო პროცესების დრო შსს-მ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რაც რაღაცნაირად უცნაური იყო ჩვენთვის, რადგან მსგავს რაღაცას არ ითხოვენ ხოლმე, იმიტომ, რომ ყველა მოსამართლე მათი კლანის წევრია. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ გაგვამართლებდნენ, თუმცა ამ მოსამართლემ დაამტკიცა ის, რომ ამ რელაობაში, ამ სიბინძურეში შეიძლება არსებობდეს ერთი-ორი ადამიანი, რომელიც პატივს სცემს თავის საქმეს, პატივს სამსახურს, უყვარს და არ ემსახურება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს, - ამბობს გელა ხასაია.

კიევ ერთი აქტივისტი გელა ხუსკივაძე  პირდაპირ ამბობს, რომ გამართლების მოლოდინი არ ჰქონდათ, რადგან საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 

ჩვენ დაკავებული ვიყავით პოლიტიკური მდგენელით, პოლიტიკურად მოტივირებული იყო ბრალდების მხარე და იოსებ აბრამიძეს, მოსამართლეს, სიმართლე უნდა ითქვას, რომ არც ბატონ იოსებს არ სურდა ენახა ადამიანები, რომლებიც გამტყუნებული იქნებოდნენ ლავროვის ოჯახის ღრეობის გაპროტესტების გამო. ჩემს საქმეზე მოწმე, რომელიც ბრალდების მხარემ მოიყვანა, თითქოსდა იყო ჩემი დამკავებელი, როდესაც ვკითხეთ თუ ვინ იყო ლაშა ხუსკივაძე , ჩემს შესახებ რომ ვკითხეთ, მან ვერც კი ამომიცნო, - ამბობს ლაშა ხუსკივაძე. 

ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის დაკავებული აქტივისტები სამართლომ უდანაშუალოდ ცნო. არადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მათ დასაკვებლად კახეთში რამდენიმე თვის წინ სპეცრაზმიც კი ჩაიყვანა. ამტკიცებდნენ, რომ ოკუპანტების ქეიფის გაპროტესტებით სამოქალაქო აქტივისტებმა კანონი დაარღვიეს.  მოსმართთლემ დღეს საკუთარი განაჩენით, ფაქტობრივად, თქვა, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უკანონო იყო.

მსგავსი სიახლეები