იგორ ნარმანია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს - სხდომა გადაიდო
ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი, იგორ ნარმანია პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო დღეს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლო პროცესი კი მოწმეების არგამოცხადების გამო 28 სექტემბრამდე გადაიდო.
სასამართლოზე პროკურატურის მოწმე პოლიციელები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მოტივით არ მივიდნენ.
იგორ ნარმანია ორი დღის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან იმ დროს დააკავეს, როდესაც თანაგუნდელებთან ერთად პრემიერის სკანდალურ ჩარტერულ რეისს აპროტესტებდა.