სისტემის კრახი სასამართლოში - 16 დაკავებულიდან ბრალი არც ერთს დაუმტკიცდა

13.09.23 20:26
სისტემის კრახი სასამართლოში - 16 დაკავებულიდან ბრალი არც ერთს დაუმტკიცდა

 

სისტემის კრახი სასამართლოში. 16 დაკავებულიდან ბრალი არც ერთს დაუმტკიცდა. სამოქალაქო აქტივისტები გამარჯვებას ზეიმობენ. დღეს ის უპრეცედენტო  შემთხვევა იყო, როდესაც განსასჯელებმა მოსამართლეს მადლობა გადაუხადეს.  ლავროვის შვილის ქორწილის გაპროტესტებისთვის  დაკავებულებიდან მხოლოდ 3-ს მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, დანარჩენი 13 სრულად გამართლდა და საქმეც შეწყდა. დღევანდელი გადაწყვეტილებით კი დადგინდა, რომ პოლიციას სამოქალაქო აქტივისტები 24 საათის განმავლობაში პატიმრობაში უკანონოდ ჰყავდა.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები