"აღნიშნული ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია" - სამხარაულის ბიურო ილიაუნიზე

13.09.23 20:32
"აღნიშნული ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია" - სამხარაულის ბიურო ილიაუნიზე

"აღნიშნული ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია" - ამის შესახებ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო წერს და ილიაუნის C კორპუსის ავარიულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს დემონტაჟს. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს არ ჩაუტარებია, - წერს უწყება.

თბილისი მერიის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი შენობის ავარიულობიდან გამომდინარე იხურება, რაც ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა. 

მსგავსი სიახლეები