C კორპუსი ავარიულია, სასწავლო პროცესი გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში - ილიაუნის ადმინისტრაცია

13.09.23 20:37
C კორპუსი ავარიულია, სასწავლო პროცესი გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში - ილიაუნის ადმინისტრაცია

C კორპუსი ავარიულია, სასწავლო პროცესი გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში - ილიაუნის ადმინისტრაცია სტუდენტებს ინფორმაციას უგზავნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ"

"ძვირფასო სტუდენტებო,

ზოგიერთმა თქვენგანმა, შესაძლოა, უკვე იცის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსს (C) აღმოაჩნდა გარკვეული პრობლემები. კერძოდ, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს - ავარიულია. შესაბამისად, უსაფრთხოების მიზნით, ამ კორპუსში დაგეგმილი ყველა სასწავლო და კვლევითი პროცესი უკვე გადანაწილდა უნივერსიტეტის სხვა სივრცეებში. 

სწავლას ვიწყებთ 25 სექტემბერს, აუდიტორიებში, შეფერხებების გარეშე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს!" - ნათქვამია უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ, სტუდენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში. 

მსგავსი სიახლეები