ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე 2 თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

14.09.23 10:16
ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე 2 თვის განმავლობაში,  ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა, დედაქალაქის მერიის განცხადებით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე, იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.

ამასთანავე, ავტომობილები იმოძრავებენ ბეთაშვილისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთიდან შერვაშიძის, ხუდადოვისა და ზამთრიანის ქუჩების, შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის II შესახვევისა და იოსებ ჟორდანიას ქუჩის საშუალებით. 

მსგავსი სიახლეები