შოვის ტრაგედიის დროს დაზიანებული ვერტმფრენის ნაწილს ივანიშვილის კომპანიისგან იყიდიან

14.09.23 20:37
შოვის ტრაგედიის დროს დაზიანებული ვერტმფრენის ნაწილს ივანიშვილის კომპანიისგან იყიდიან

 

დაზიანებული ვერტმფრენის ნაწილს სასაზღვრო პოლიცია ბიძინა ივანიშვილის კომპანიისგან იყიდის. უწყება გამარტივებული წესით შესყიდვას ითხოვს, რაც სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონი დაუჯდება. რატომ ივანიშვილის ავიასერვისი და არა სხვა უცხოური კომპანია. თუმცა ამ გარიგებაში ეს არ არის ერთადერთ კითხვა. ახლა ქვეყანა ერთი სამაშველო ვერტმფრენის იმედზე არის დარჩენილი.  შოვის ტრაგედიის დროს დაზიანებული ვერტმფრენის შეკეთებას დიდი დრო დაჭირდება.  

ნებისმიერი საგანგებო ვითარების შემთხვევაში ქვეყანა პრაქტიკულად საფრენი აპარატების გარეშეა დარჩენილი. რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ შემთხვევაში. დარგის სპეციალისტების თქმით, უნდა გააფორმოს ხელშეკრულება მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ავიაციით დაგვეხმარებიან. ან დროებით იქირაოს ვერტმფრენები, ვიდრე საკუთარ ავიაპარკს შეავსებს. თუმცა მთავრობამ ეს არც შოვის ტრაგედიის დროს გააკეთა და არც ახლა აპირებს. ახლა მთავარია ამინდმა გაგვიმართლოს, რომ სამაშველო ოპერაცია საჭირო არ გახდეს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები