"დაგვიბრუნეთ სკოლა" - სკოლის მოსწავლეების და მშობლების აქცია დადიანზე

15.09.23 10:16
"დაგვიბრუნეთ სკოლა" - სკოლის მოსწავლეების და მშობლების აქცია დადიანზე

"დაგვიბრუნეთ ჩვენი სკოლა", - აქციაა ამ წუთებში ნაძალადევის რაიონში.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები, შვილებთან ერთად, საპროტესტო აქციას მართავენ და ახალი შენობის გამოყოფას ითხოვენ. 

მშობლები ამბობენ, რომ მე-4 სკოლის შენობა რამდენიმე წლის წინ დაანგრიეს - ახლა კი ადგილზე საპარკინგე სივრცეა მოწყობილი. ამბობენ, რომ შვილებისთვის სრულფასოვანი განათლების მიღებას უკვე რამდენიმე წელია ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, დაპირებების მიუხედავად, სკოლის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები