ყიზილაჯლოში ორმა ნიღბიანმა მანქანა ააფეთქა - "პირველების" ხელშია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები

15.09.23 11:57
ყიზილაჯლოში ორმა ნიღბიანმა მანქანა ააფეთქა - "პირველების" ხელშია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები

 

ყიზილაჯლოში მანქანა ააფეთქეს. გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი ორმა ნიღბიანმა წაუკიდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. "პირველების" ხელშია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, კადრებში ჩანს ორი მამაკაცი, რომელიც ქალაქის ცენტრში გაჩერებულ მანქანას ცეცხლს უკიდებს და გარბის. პოლიცია სავარაუდო დამნაშავეების კვალზე კი ამ დრომდე ვერ გადის. 

როგორც გადამწვარი ავტომობილის პატრონი "პირველებს" უყვება, მან ღამის 4 საათზე გაიგო ძლიერი აფეთქების ხმა. მას დაუკავშირდნენ ბენზინგასამართი სადგურიდან. ადგილზე მისულს ავტომობილი გადამწვარი დახვდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან უკვე ამოიღო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. 

"ღამის ოთხი საათი იყო, სოკარის ბენზინგასამართი სადგურიდან დამირეკეს შენი მანქანა იწვისო. ცეცხლი ეკიდა, აღარაფერი გადარჩენილი. ამერიკიდან მყავდა ახალჩამოყვანილი. მე აქ მტერი არავინ მყავს, გამოვრიცხავ შურისძიებას. კადრები რომ ვნახე, შეუძლებელია მათი ამოცნობა, ნიღბები უკეთიათ. ჩანს რომ გამიზნულად მოდიან საწვავით სავსე ბალონით და უკიდებენ ცეცხლს მანქანას. ჩანს, რომ ერთ-ერთ მათგანს ტანზე მთლიანად მოედო ცეცხლი, სავარაუდოდ დამწვარია ". - ამბობს მანქანის მეპატრონე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ნიღბიანი ახალგაზრდები მოლოტოვის კოქტეილით იყვნენ შეიარაღებულნი.

მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს


 

მსგავსი სიახლეები