ერთი გარდაცვლილი და დაშავებული სკოლის 7 მოსწავლე - ავარია საგარეჯოში

ავტოსაზგაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა საგარეჯოში - გარდაიცვალა ქალი და დაშავდა 7 სკოლის მოსწავლე.
შემთხვევა დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სავარაუდოდ, ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რომელსაც არასრულწლოვანი პირი მართავდა, ის ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეასკდა.
ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომანქანის დაშავებული მგზავრები კი, რომლებიც საგარეჯოს პირველი სკოლის მოსწავლეები არიან, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში მოათავსეს.