მარნეულში ნიღბიანებმა ავტომობილი ააფეთქეს - პოლიცია დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებს

სახლებზე თავდასხმების სერია მარნეულში მანქანის აფეთქებით გაგრძელდა. „პირველების“ ხელშია კადრები, სადაც ჩანს, რომ ყიზილაჯლოს ცენტრალურ ქუჩაზე გაჩერებულ ავტომობილს ორი ნიღბიანი გვიან ღამით უახლოვდება. მათ თან აქვთ ე.წ მოლოტოვის კოქტეილები და ბენზინით სავსე ბალონები და წინასწარ დაგეგმილად ცეცხლს უკიდებენ მანქანას.
ავტომობილის მფლობელი მოტივზე ვერ საუბრობს, კადრები ნახა, მაგრამ ვერც თავდამსხმელები ამოიცნო. ამტკიცებს მხოლოდ იმას, რომ თავდამსხმელებიდან ერთი დამწვარია და მისი პოვნა სამართალდამცველებს არ უნდა გაუჭირდეთ. ჯერჯერობით არცერთი იდენტიფიცირებული არ არის.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.