კრიტიკული მედიის ძალა პრემიერმაც აღიარა - ღარიბაშვილი სტატუს შეჩერებულ სტუდენტებზე ზრუნვას იწყებს

კრიტიკული მედიის ძალა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თავად აღიარა. „ტვ პირველის“ შაბათის ეთერის სკანდალური გამოძიების შემდეგ პრემიერს სტატუსშეჩერებული ათასობით სტუდენტი გაახსენდა და მათზე ზრუნვა გადაწყვიტა. იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც უკიდურესი გაჭირვების გამო ფული ვერ გადაიხადეს და სწავლა შეწყვიტეს, დავალიანება გაუნულდებათ. ეს ცხადია, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა საქმე ისაა, რომ ღარიბაშვილს „ტვ პირველის“ მიერ კრიტიკული რეპორტაჟის მომზადება დასჭირდა, რომ იძულებული გამხდარიყო ხალხის ფული ისევ ხალხის კეთილდღეობაზე დაეხარჯა.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.