გაფიცვის 55-ე დღე - გერმანიაში ჩარჩენილი ქართველი მძღოლები ამ დრომდე ხელფასებს ითხოვენ

16.09.23 11:54
გაფიცვის 55-ე დღე - გერმანიაში ჩარჩენილი ქართველი მძღოლები ამ დრომდე ხელფასებს ითხოვენ

გაფიცვის 55-ე დღე - გერმანიაში ჩარჩენილი ქართველი მძღოლები ამ დრომდე ხელფასებს ითხოვენ. პოლონური კომპანიის  ქართველი თანამშრომლები დამსაქმებლისგან ნახევარი წლის ანაზღაურების გაცემას ელოდება, თუმცა, ამ დრომდე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. 90-მდე ქართველი ტრაილერზე იყო დასაქმებული. თითოეული მათგანი დღემდე უმძიმეს მდგომარეობაშია. 

უკვე 55 დღეა სიტუაცია უცვლელია. ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. სულ მათ სასარგებლო პირობებს აყენებდნენ. მძღოლებისთვის არაფერი არ ყოფილა. ხელფასების გადახდაზე უარს ამბობენ. ზოგს 2-3 თვის აქვს ასაღები, ზოგს 4. ყველაზე მაქსიმუმი 6 თვის. საკვების მხრივ გერმანელები გვაქცევენ აქ დიდ ყურადღებას". - ამბობს გერმანიაში ჩარჩენილი ქართველი მძღოლი.

მსგავსი სიახლეები