ქვეყანაში დაბრუნებულ ეთნიკურად ქართველებს საგანმანათლებლო პროგრამა დაუფინანსეს

16.09.23 12:14
ქვეყანაში დაბრუნებულ ეთნიკურად ქართველებს საგანმანათლებლო პროგრამა დაუფინანსეს

ქვეყანაში დაბრუნებულ ეთნიკურად ქართველებს საგანმანათლებლო პროგრამა დაუფინანსეს. ინიციატივა სამოქალაქო პლატფორმა შინ მომავლისკენ ეკუთვნის. სასწავლო კურსი ქართული ენისა და სამართლის საფუძვლების შესწავლას ითვალისწინებს... პროგრამაში ჩართულები არიან უკრაინიდან დაბრუნებული ქართველებიც. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სასწავლო კურსი უკვე მეორედ დაიწყო.

ესენი არიან განსხვავებული სამყაროდ გადმოსროლილები ისტორიულ სამშობლოში და ახლა ცდილობენ, რომ თავის თავში გაზარდონ ნამდვილი ქართველი და ჩვენ ამაში ვეხმარებით. მიგრაციული რისკების კვალდაკვალ, უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენ გამოვყოთ ეს სეგმენტი და უნდა გავაქართულოთ". - ამბობს გია ხუხაშვილი.

„შინ მომავლისთვის“ ახალი სამოქალაქო პლატფორმაა, რომელიც ქართველთა სოლიდარობის გლობალური ქსელის შექმნის, ემიგრაციისა და სამშობლოში დაბრუნებულ თანამემამულეთა რეინტეგრაციის საკითხებზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები