სავარაუდო დამნაშავეებად გადაქცეული ტურისტები და ტაქსის მძღოლები - ტრეფიკინგის საქმის ახალი დეტალები
სავარაუდო დამნაშავეებად გადაქცეული ტურისტები და ტაქსის მძღოლები. როგორც ირკვევა, სპეციალური საჭიროების მქონე პირს სხვა პირებთან ერთად მოწყალების თხოვნას მთელი ქალაქის მასშტაბით აიძულებდნენ.
შშმ პირი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას ტაქსით მიჰყავდათ და შუქნიშნებთან მარტო ტოვებდნენ. თუ ვინმე დღის ბოლომდე თანხას ვერ შეაგროვებდა, ის სასტიკად ცემით და სიტყვიერი შეურაცხყოფით ისჯებოდა.
საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული დანაშაული 2017 წლიდან დღემდე მიმდინარეობდა, მათ აორგანიზებდნენ აზერბაიჯანის მოქალაქე მამაკაცი და ერთი ქალბატონი, რომელიც უკვე პასუხისგებაში არიან მიცემულები. ასევე დგინდება, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეები ხელშემწყობებად იყენებდნენ ტაქსის მძღოლებს.
უფლებადამცველების თქმით, ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ.
"აზერბაიჯანის მოქალაქეებს ვიცავ, მათთან ერთად ცხოვრობდნენ დაზარალებულები, ერთ-ერთი დაზარალებული არის შშმ პირი. ბრალდების ფორმულირება ასეთია, რომ მას აიძულებდნენ მათხოვრობას, მაგრამ მტკიცებულებებს გაცნობა სჭირდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. არ მიუყენებიათ მასთან მცხოვრები დაზარალებულისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ის, რომ თითქოს 4 ვე პირი იყოფდა თანხას, არასწორია. არ არსებობს მსგავსი რაღაც. ორი აქედან რის ტაქსის მძღოლი, რომლებიც მხოლოდ წაყვანის და წამოყვანის ფულს იღებდნენ". - ამბობს ადვოკატი.