"დიდი ლილოს ნაგავსაყრელი, საფრთხე სასმელი წყლისთვის და ჯანმრთელობისთვის" - მოსახლეობამ განგაში გამოაცხადა

16.09.23 15:22
"დიდი ლილოს ნაგავსაყრელი, საფრთხე სასმელი წყლისთვის და ჯანმრთელობისთვის" - მოსახლეობამ განგაში გამოაცხადა

ანტისანიტარია, გაუსაძლისი სუნი და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი გარემო.  დიდი ლილოს მოსახლეობა, შველას ითხოვს. ხალხი ამ დრომდე, ძველი ნაგავსაყრელის დაკონსერვების მოლოდინშია...  რეაგირება ნულოვანია. მერია დაბინძურებული ადგილის გაუქმების ნაცვლად, ობიექტისთვის ახალი ფუნქციის მინიჭებას აპირებს.  თუ ხალხის მოთხოვნები გაუთვალისწინებელი დარჩება, ადგილობრივები მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ. 

მომწამლავი წვენი, რაც კი ჩაიჟღინთება მიწაში, არ ჩერდება თურმე მიწაში, იწამლება ქვემოთ არსებული წყლები და უერთდება იმ სასმელ წყალს, რომელიც მთელ თბილისს მიეწოდება. 500 მეტრში არის სამგორის არხი, რომელიც პირდაპირ უერთდება თბილისის ზღვას და წამლავს მთელს თბილისს. ასევე მოდის უსიამოვნო სუნი, რომელიც CO-ს და მეთანს შეიცავს და პირდაპირი მნიშვნელობით ვიწამლებით რამდენიმე ათასი ადამიანი. გაირკვა რომ ამ ნაგავსაყრელის არათუ დაკონსერვებას არამედ სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებას აპირებენ და მეოთხე უჯრედზე გაჩერებას კი არა მეხუთე და მეექვსე უჯრედის დამატებასაც ფიქრობენ". - ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობა ასევე ადგილობრივების ჯანმრთელობის გაუარესებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ამ ნაგავსაყრელმა მათ რესპირატორული დაავადებები გაუჩინათ.

საქართველო ვალდებულია ნარჩენების მართვის სტანდარტები დაიცვას, თუმცა აქ არანაირი სტანდარტი არ არის დაცული ძალიან ბევრს აქვს რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა ასთმა, სუნთქვის უკმარისობა დღეში 10 -15 სასწრაფო დახმარება მოდის". - ამბობს ადგილობრივი. 

 

მსგავსი სიახლეები