ხმაური და დაპირისპირება შარდენზე - საქართველოს მოქალაქემ ანტისაოკუპაციო ბანერი დახია
ხმაური და დაპირისპირება შარდენზე - გვიან ღამით, საქართველოს მოქალაქემ ტურისტულ ზონაში ანტისაოკუპაციო ბანერები დახია. ახალგაზრდა ქალი ომში მყოფი ქვეყნის სიმღერების და ჰიმნის ხმებმა გააღიზიანა.
ვიდეომასალაში, რომელიც სოციალური ქსელით გავრცელდა, კარგად ჩანს ქალი, რომელიც ადგილზე შეკრებილ უკრინელებსა და ქართველებს თავს ესხმის და შეურაცხყოფას აყენებს. აგრესიულად განწყობილი ქალი, ერთ-ერთ ბარში, სავარაუდოდ, რუსებთან ერთად იმყოფებოდა. ჩხუბი კი, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინული სიმღერების მოსმენით უხერხულობა არ ეგრძნოთ.
შსს მომხდარს არკვევს.