რუსეთის მოქალაქე შარდენზე ქართველ აქტივისტებს დაუპირისპირდა - დაიწყებს თუ არა შსს გამოძიებას?

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ამბობს, დაიწყებს თუ არა გამოძიება შარდენზე მომხდარ ინციდენტზე. ფაქტს უამრავი თვითმხილველი ჰყავს. ქართველ აქტივისტებს, რომლებიც შარდენზე პერფორმანსს მართავდნენ და უკრაინული ჰიმნის ფონზე გადაადგილებოდნენ, რუსეთის მოქალაქე თავს დაესხა. მშვიდობიან ახალგაზრდებს ბარ "ბლექბერის" მეპატრონეც დაუპირისპირდა. სწორედ ამ ბარს სტუმრობდა რუსეთის მოქალაქე. ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც, თუმცა მათ მხოლოდ ოქმი შეადგინეს.
აქტივისტები "პირველებთან" მომხდარს იხსენებენ.
გუშინ ორი სამოქალაქო მოძრაობა "კარი" და "ჯირკვი" გავერთიანდით იმიტომ, რომ აქ, ამ საღორეში მიმდინარეობდა რუსო მუსიკოსის და პრორუსი შამანის სიმღერაზე ცეკვა, "ტანცი-მანცი". მოვედით აქ უკრაინული მუსიკებით, ანტისაოკუპაციო მუსიკებით, დროშებით, ბანერებით და ყველას ვეუბნებოდით, რომ არ არის თქვენი ადგილი აქ, წადით თქვენს საღორეში, დაბრუნდით იმ თქვენს ქვეყანაში, სადა ომი უხარიათ და შეაკვდით თქვენს ქვეყანას თუ ასე ძალიან გიყვართ. მეპატრონეები, ბარის სტუმრები და რიგითი რუსები, ღორები გამოხტდნენ, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბანერის დახევა, დროში ჩამოქაჩვა. პოლიცია გამოიძახა ბარმა. პოლიციას მივაწოდეთ ინფრომაცია ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. ახლა რას ზამს ეს რუსული პოლიცია, არ ვიცი, - ამბობს აქტივისტი.