დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-რეალიზაცია - უკრაინის მოქალაქეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17.09.23 14:15
დიდი ოდენობით ნარკოტიკის შენახვა-რეალიზაცია - უკრაინის მოქალაქეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის და რეალიზაციის ბრალდებით პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. უკრაინელი მამაკაცი სამეგრელოში, ხონის ერთ-ერთ სოფელში აიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 40 წლამდე კაცი 258  შეკვრად დაფასოებულ მეტადონს ინახავდა.

დანაშაულებრივი სქემა ასე მუშაობდა:  უცხოელს ნარკოტიკული ნივთიერებები სამეგრელოდან აჭარაში მიჰქონდა, სხვადასხვა ლოკაციებზე ტოვებდა, ფოტოებს უღებდა და ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებს უგზავნიდა.

დაკავებულს 20  წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები