როგორ იქცა სიცოცხლით სავსე ქალაქი რუსებით სავსე ქალაქად? - თბილისი საპროტესტო პლაკატებით აჭრელდა
როგორ იქცა სიცოცხლით სავსე ქალაქი რუსებით სავსე ქალაქად? - თბილისის ქუჩები დღეს საპროტესტო პლაკატებით ააჭრელეს. ფურცლებზე ეწერა "ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერი 41 და კახა კალაძე.
აქციას ორი მიზანი ჰქონდა: მოქალაქეებისთვის ეჩვენებინა, ვის ემსახურება დღეს მმართეველი პარტია და მეორე - თბილისის მერს მოუწოდეს, შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების თავნებობა.
ირკვევა, რომ ოკუპანტი სახელმწიფოდან შემოსული მძღოლები ხშირად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, დადიან დაბურულ მინებიანი ავტომობილებითაც. რადგან ქალაქში მოძრაობა გადატვირთულია და არა მხოლოდ პიკის საათებში, პოლიტიკური გაერთიანება კახა კალაძეს ურჩევს, რუსულ ნომრიანი ავტომობილებისთვის ახალი რეგულაციები დააწესოს.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.