ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

კახეთში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. დასეტყვილია გრემი, შილდა, ენისელი, და საბუე. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილზე არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სავარაუდოდ, ხვალიდან სოფლებში ზარალის დათვლა დაიწყება.