რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ვერაფერს ნახავთ! - კალაძე სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებაზე

18.09.23 11:26
რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ვერაფერს ნახავთ! - კალაძე სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებაზე

კახა კალაძე არ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რამდენჯერ იფრინა სამთავრობო თვითმფრინავით და რამდენი გადაიხადა. თბილისის მერი ირწმუნება, რომ უფასოდ არ უფრენია და საზოგადოება სიტყვაზე უნდა ენდოს.  კალაძე  ამტკიცებს, რომ ფრენისთვის გადარიცხულ თანხას არა დეკლარაციაში, არამედ სხვა ხარჯებში აღრიცხავდა.

 დედაქალაქის მერი პირდაპირ ამბობს, რომ ხარჯების გასაჯროების ვალდებულება არ აქვს. 

ეს არის ძალიან დიდი ტყული. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, იმის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი ა რაც არ უნდა ჩხრიკოთ, რაც არ უნდა ეძიოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, რომ კახა კალაძეს რაიმე არასწორი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს. თანხა მითითებულია პირად ხარჯებში. მე უამრავი პირადი ხარჯი მაქვს და შესაბამისად, პირადი ხარჯები წარმოდგენილია დეკლარაციაში. თქვენ თუ მიმართავს სპეციალური დაცვის სამსახურს, დარწმუნებული ვარ, მიიღებთ ყველა ინფრომაციას იმასთან დაკავშირებით, რა კკითხვებიც გაქვს. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. პირველი მე ვიყავი, ვინც დავადასტურე, რომ მისარგებლია, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯით, რომელსაც აკეთებდა ქვეყნის ყოფილი პროეზიდენტი წლების განმავლობაში. მე არ მაქვს ავლებულება იმისა, რომ გავასაჯაროო (ხარჯი), თქვენ მაბრალებთ რაღაცას და თქვენ გაქვთ ვალდებულება, დაამტკიცოთ ის, რასაც ამბობთ. მე არ ვაპირებ თავი ვიმართლო, როგორც ეს მოხდა წინა შემთხვევაში, - ამბობს კალაძე. 

"ოცნების" გენერალური მდივანი ასევე ამტკიცებს, რომ სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი სახსრებით დაქირავებით სახელმწიფოს დაეხმარა. მისი თქმით, თანხა, რომელიც მგზავრობაშ გადაიხადა, აღნიშნული თვითმფრინავის გამართვას და მწყობრში მოყვანას ემსახურება. 

ნებისმიერი თითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არის, თუმცა იმ შემთხვევაშ იყო ეს კონკრეტული შესაძლებლობა. თითმფრინავი დაფრინავს თუ არ დაფრინავს, მას აქვს კონკრეტული ხარჯები. ეს არის პილოები, ეს არის მისი შენხვა და ა.შ. უამრავი ხარჯია. შესაბამისად, ის, რომ მე, მაგალითად, ვიქირავე თვითმფრინავი, ეს პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს, იმიტომ, რომ მე ბიუჯეტის ხარჯზე არ მიმგზავრია, გადავრიცხე ჩემი საკუთარი თანხები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მიმართული იქნება ა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ თვითმფრინავიშ შენახვა, მოწესრიგება, გამარტულობა იყსო უზრუნველყოფილი, - ამბობს კალაძე. 
 

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მსგავსად სამთავრობო თვითმფრინავით დედაქალაქის მერის დაფრინავდა. ხმაურიან რეპორტაჟში დეტალურად არის აღწერილი როდის და სად მიფრინავდა კალაძე ოჯახთან ერთად. 
ირკვევა მეტიც, სამთავრობო ფრენების რადარის ჩანაწერებში "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინა შემთხვევები, როდესაც თვითმფრინავს განაცხადი ერთ მიმართულებაზე ჰქონდა გაკეთებული, გზაში, კი ბორტზე მყოფი პირების სურვილის მიხედვით, სამთავრობო თვითმფრინავს, მართლაც ტაქსივით გეზს აცვლევინებდნენ და სხვა ქვეყნისკენ ატრიალებდნენ.

ცნობილია ისიც, რომ ფრენების გადახდის შესახებ ინფორმაცია კალაძის მიერ შევსულ გასული წლების დეკლარაციებში ასახული არ არის. 

 

მსგავსი სიახლეები