"ოცნება" ჩვენი დისკრედიტაციისთვის ყველაფერს გააკეთებს - უკრაინაში მებრძოლი ქართველები
უკრაინაში მებრძოლი ქართველები, რომლებიც სუსმა ექსტრემისტების და ტერორისტების რიგებში შეიყვანა, ხელისუფლებას პასუხობენ.
მამუკა მამულაშვილი "პირველებთან" პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინაში პუტინის რეჟიმს საქართველოს სახელით ებრძვიან, "ოცნება" კი, რომელიც ქვეყანაში პუტინის ინტერესებს ატარებს, მათი დისკრედიტაციისთვის ყველაფერს აკეთებს.
ეს არის ძალა, ვინც, ფაქტობრივად, დღეს საქართველოს სახელით ებრძვის რუსეთს და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მოხდეს დისკრედიტაცია. მთელი ამ 10 წლის მანძილზე, რაც ქართული ლეგიონი უკრაინაშია, ქმნიდნენ ილუზიას იმისა, რომ ეს არის ექსტრემისტული ჯგუფი, რომელიც ადრე თუ მალე ჩამოვა საქართველოში და დაიწყებს... აი, ასეთ სისულელეებზე აგებული დღეს, სამწუხარო, საქართველოს უშისროების სამსახური და პროვოკაციაზე, - ამბობს მამულაშვილი.
მიხეილ ბატურნი ამბობს, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები ერთმანეთს წესირეად არც კი იცნობენ ად არც უკრაინის დაზვერვის მოადგილესთან აქვთ აქტიური კომუნიკაცია.
მე არ მჯერა, რომ ვინმეს საქარტელოშ სჯერა, რომ აქ, საქართველოში, რომელიმე მებრძოლი შეიძლება საქართველოს მოსახლეობას, ნებისმიერს, რაღაცა ავნოს. მამუკა მამულაშვილი მყავს აქ ერთხელ ნანახი, შარშან, ისიც იყო რაღაც წამიერი, უბრალოდ მივესალმეთ ერთმანეთს. შემთხვევით გადავიკვეთეთ. გიორგი ლორთქიფანიძე არ მინახავს ძალიან დიდი ხანი. ესეც შემთხვევით, რაღაც ღონისძიებაზე ვიყავი რაღაც სასტუმროში და შემთხვევით გადავიკვეთეთ, რარაც თავის საქმეებზე იყო. რამდენიმე თის უკან იყო, - ამბობს ბატურინი.