ლაზარე აროშვილის საქმე - ექსპერტიზით ტელეფონზე, ფულად კუპიურებსა და ლითონის ფულზე არანაირი გენეტიკური პროფილი არ ამოვიდა

18.09.23 20:47
ლაზარე აროშვილის საქმე - ექსპერტიზით ტელეფონზე, ფულად კუპიურებსა და ლითონის ფულზე არანაირი გენეტიკური პროფილი არ ამოვიდა

 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ლაზარე აროშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. აროშვილის ადვოკატი ამტკიცებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა არ მტკიცდება, რადგან ექსპერტიზით ტელეფონზე, ფულად კუპიურებსა და ლითონის ფულზე არანაირი გენეტიკური პროფილი არ ამოვიდა. რაც დანაშაულში თანამონაწილეობას გამორიცხავს. 

27 წლის ახალგაზრდას ძარცვისა და თავდასხმის ბრალდებით 5 წელი აქვს მისჯილი.   თავად მსჯავრდადებული და მისი ოჯახის წევრები დაკავებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსთან  მომხდარ უთანხმოებას უკავშირებენ.

მსგავსი სიახლეები