დოლიძის ქუჩაზე კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

19.09.23 00:16
დოლიძის ქუჩაზე  კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა

უმძიმესი დანაშაული თბილისში -"პირვეების" ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე, კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობა სცადა. 

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, მკვლელობას მოკლულისა და მკვლელობაში ბრალდებულის არასრულწლოვანი შვილებიც შეესწრნენ. 

ამ დროსითვის უცნობია, საიდან ჰქონდა ახალგაზრდა კაცს დანაშაულის ირაღი. 

მკვლელობის ადგილზე პოლიცია მუშაობს. კაცი სავარაუდოდ კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგმარეობა მძიმეა.