ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტები - ბრალდებულია ორი პირი

19.09.23 11:49
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტები - ბრალდებულია ორი პირი

ორი მილიონის ლარის ღირებულების ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ორი პირია ბრალდებული. საქმის  მასალების მიხევდით, ბრალდებულებმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისთვის ფიქტიური  დოკუმენტები დაამზადეს, თავისვე მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებთან კი 2 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების  ყალბი ხელშეკრულები  გააფორმეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო. 
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი გამოცდილების ხელოვნურად დადასტურებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის  შექმნის მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები, ჯამში 2 236 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, ერთმანეთს დაუდასტურეს თითქოსდა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ე.წ. ფორმა #2-ები, მიღება-ჩაბარების აქტები და გაწერეს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რითაც კომპანიას შეუქმეს 226 496 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი. 
 
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბად შექმნილი აქტივი მთლიანდ იქნა გაუქმებული.". - წერია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.  

მსგავსი სიახლეები