პირველი ინტერვიუ პოლიციელის ოჯახთან, რომელმაც ჯერ ცოლი, შემდეგ კი სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა

19.09.23 13:17
პირველი ინტერვიუ პოლიციელის ოჯახთან, რომელმაც ჯერ ცოლი, შემდეგ კი სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა

პირველი ინტერვიუ პოლიციელის ოჯახთან, რომელმაც ჯერ ცოლი, შემდეგ კი სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა. 55 წლის გურამ ქადეიშვილის სახლში ამბობენ, რომ კრიმინალური პოლიციის მოქმედი თანამშრომელი გუშინ სამსახურიდან სახლში დაბრუნდა, საღამოს  კი ყოფილ ცოლთან სალაპარაკოდ დოლიძის ქუჩაზე წავიდა.

რა გახდა ორმაგი მკვლელობის მოტივი ბრალდებული პოლიციელის ოჯახში ვერ ამბობენ. არაოფიციალური  ცნობით კი მოქმედი პოლიციელი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, მას შერიგებას სთხოვდა. რასაც ჯერ კონფლიქტი საბოლოოდ კი ქალის მკვლელობა მოჰყვა. 

ირკვევა, რომ გურამ ქადეიშვილი და მისი ყოფილი ცოლი, ვერონიკა ქუმსიაშვილი გვერდი-გვერდ სადარბაზოში ცხოვრობდნენ. 

ოჯახის ახლობელი აღნიშნავს, რომ წყვილის შვილები მამასთან ხშირად მიდიოდნენ, ასე მოხდა გუშინაც მკვლელობამდე, რამდენიმე საათით ადრე მოზარდები მამასთან მივიდნენ, სასკოლო ნივთები აიღეს და გვერდითა სადარბაზოში, დედასთან და ბებიასთან გადავიდნენ. 

ცნობისთვის, გვიან ღამით მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა, რის შემდეგაც თვითმკვლელობა სცადა. მკვლელობის საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მსგავსი სიახლეები