ვინ დააბრუნა სისტემაში პოლიციელი, რომელმაც ცოლი და სიდედრი არასრუწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა?

ვინ არის პოლიციელი, რომელიც ორმაგ მკვლელობაშია ბრალდებული? 2018 წელს სამართაალდამცველების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო გურამ ქადაიშვილი და კიდევ 9 პირი სისტემიდან დაითხოვეს, თუმცა გომელაურმა ის თანამდებობაზე აღადგინა და დღეს ეს პოლიციელი ცოლისა და სიდედრის მკვლეობაშია ბრალდებული.
დოლიძის ქუჩაზე მეზობლებმა 4 გასროლის ხმა გვიან ღამით გაიგეს. სახლში შესულ მეზობლებს კი უმძიმესი სურათი დახვდათ: ორი ცხედარი და მკვლელი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა. ამ ტრაგედიის თვითმხილველები კი არასრუწლოვანი ბავშვები გახდნენ.
"მამა არ გაპატიებთ!" - ყვროდნენ ბავშვები, რომელთაც დედა და ბებია თვალწინ მოუკლეს. მთელ სადარბაზოში ამ დრომდე სისხლის კვალია. მძიმედ დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს კლინიკაში. მას გამჭოლი ჭრილობა აქვს თავის არეში. ექიმები ამ დრომდე იბრძვიან ბრალდებულის გადასარჩენად.
გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ქადეიშვილი ცოლს შერიგებას სთხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი სამსახურეობრივი იარაღიდან ჯერ მეუღლე, შემდეგ კი სიდედრი მოკლა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.