ვრჩებით დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში - TBC ბანკი
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, ვრჩებით დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში - ამის შესახებ საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა კომერციულმა ბანკმა, "თიბისიმ" "რადიო თავისუფლებას" განუცხადა.
"აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. შეგვეხება თუ არა შეგვეხება [მოგვიწევს აღსრულება თუ არა] სანქციების შესაბამისობაში ვრჩებით. ახლა, როგორც გუშინ, ვართ სანქციების შესაბამისობაში", - აცხადებენ "თიბისი ბანკში".
გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.