ოთარ ფარცხალაძე ჩვენი კლიენტი არ არის - ლიბერთი ბანკი

20.09.23 11:58
ოთარ ფარცხალაძე ჩვენი კლიენტი არ არის - ლიბერთი ბანკი

"ლიბერთი ბანკი" "რადიო თავისუფლებასთან" აცხადეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მათი კლიენტი არ არის და სანქციების დაწესების მომენტშიც არ ყოფილა.

"დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი კლიენტი არ არის", - აცხადებენ ბანკში.

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა.

მსგავსი სიახლეები