ვინ მფარველობდა ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს - შსს-ს განცხადებას გახარიას გუნდში პასუხობენ

20.09.23 12:11
ვინ მფარველობდა ძალადობაში ბრალდებულ პოლიციელს - შსს-ს განცხადებას გახარიას გუნდში პასუხობენ

ვინ მფარველობდა ძალადობაში ბრალებულ პოლიციელს, რომელსაც ახლა ორმაგ მკვლეობას ედავებიან? - შსს-ს განცხადებას გახარიას გუნდში პასუხობენ. უწყებამ გუშინ დაწერა, რომ2012 წელს ახალგაზრდა პოეტის ცემაში ბრალებული პოლიციელი სისტემაში არა ვახტანგ გომელაურმა, არამედ გიორგი გახარიამ დააბრუნა. 

მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე ინფრმაციას არ ფლობს, თუმაც გამორიცხავს, რომ გახარიას მინისტრობის დროს ვინმე გავლენიანი მფარველები ჰყოლოდა და სამსახურში ასე დაბრუნებულიყვნენ. 

მფარველობაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია, რა თქმა უნდა ეგეთი არაფერი ყოფილა. მე არ მაქვს მაგაზე დეტალური ინფორმაცია, უბრალოდ თუ ეს ასე მოხდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი მიზანი არ იყოს ის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეგვეყვანა იმ განცხადებით, რომელიც გუშინ ჩემმა კოლეგამ გაავრცელა, მაგრამ კიდევ ერთხელ დეტალებს ამ საკითხზე მე უბრალოდ არ ვფლობ", - ამბობს მიხეილ დაუშვილი.

პოლიციელი, რომელმაც ჯერ ცოლი და სიდედრი მოკლა, შემედგ კი თვითმკვლელობა სცადა, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობას განაგრძბს. ის უგონო მდგომარეობაშია. მისი მკურნალი ნევროლოგი "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზე. გონზე მოსვლა ვერ მოახერხა იმიტომ, რომ ზოგადი მძიმე მდგომარეობის გამო, აქ არის ქალა-ტვინის ღია ტრავმა, პოსტოპერაციული პერიოდი. უპროგნოზოა ამ ეტაპზე მისი ზოგადიო მდგომარეობიდან გამომდინარე. ჭრილობა ჰქონდა შემავალი გამჭოლი მარცხნივ საფეთქლის არეში გასვლით კეფის არიდან, - ამბობს ნევროლოგი. 

მსგავსი სიახლეები