რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება

20.09.23 12:19
რუსეთი აცხადებს, რომ თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება

თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა იწყება. ამის შესახებ  რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტის ვლადიმირ პადალკო საუბრობს. 

ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე. ახლა 150 მანქანასა და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს არ გადაჭრის პრობლემას (საქართველოსთან ლოგისტიკის შესახებ), მაგრამ მაინც დამატებითია". - აღნიშნა პადალკომ.

მიისვე თქმით,  რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს შეხვედრაზე რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის საკითხიც განიხილეს.

თუ სარკინიგზო მიმოსვლას აღვადგენთ, როგორ გაივლის ახალი მარშრუტით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს? ან აფხაზეთის გავლით ძველ მარშრუტს აღვადგენთ, რაც გარღვევა იქნება,  - აღნიშნა პადალკომ.

შეგახსენებთ, რომ ვლადიკავკაზში რუსულ-ქართული ბიზნესის საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გავლით გზის გაჭრის შესახებ ისაუბრეს. 

მსგავსი სიახლეები