არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს
არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.
„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას“, - წერს მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობილია, რომ თანამდებობა დატოვა პაპუნა ლეჟავამაც.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, 19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე დაწესებული შეზღუდვა მოეხსნება.
თურნავას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც სები არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა.