დანარჩენი ჯაშუშები იცავენ ჯაშუშ ფარცხალაძეს - ხაბეიშვილი "ოცნებაზე"
დანარჩენი ჯაშუშები იცავენ ჯაშუშ ფარცხალაძეს, - ასე აფასებს პარლამენტში განვიტარებულ მოვლენებს ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ხელისუფლების წევრები ახლა ფარცხალაძის დაცვით საკუთარი ფულის დაცვასაც ცდილობენ, რადგან იციან, რომ ექსპროკურორის მსგავსად, მათაც დასანქცირება ელით.
ფბს-ს აგენტი რომაა ფარცხალაძეს, ეს უკვე ვიცით, დანარჩენი ჯაშუშები, ვინც ჯერ ოფიციალურად გამოვლენილი არ არის, იცავენ ჯაშუშ ფარცხალაძეს და ყველაფერს აკეთებენ, საკუთარ ფულს უფრთხილდებიან, იმიტომ, რომ იციან, რომ მათაც ეს პრობლემა შეექმნებათ და ეს ჯაშუშები, ვინც ფარცხაალძეს იცავს, ეჭვმიტანილი კი არ არის, დადასტურებული ჯაშუშია, - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ერთმანეთს ხელისუფლების წევრები და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. მიზეზი "ოცნების" მიერ ოთარ ფარცხაალძის დაცვა გახდა. ჩხუბი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა საკანანდმებლო ორგანოში მას შემდეგ დაიწყო, რაც კომენტარის გასაკეთებლად ირაკლი კობახიძე დადგა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.