"უპასუხისმგებლო და სარისკო" - გიორგი კეპულაძე თურნავას გადაწყვეტილებაზე
ნათია თურნავას გადაწყვეტილებას, რომელმაც სანქცირეულ ოთარ ფარცახალძეს ანგარისებზე წვდომა აღუდგინა, ფინანსისტი გიორგი კეპულაძე უპასუხისმგებლოს უწოდებს. "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ფაქტმა ეროვნული ბანკი დაშლის საფრთიხ წინაშე დააყენა, რაც თითოეულ მოქალაქეზე უარყოფითად აისახება.
ნათია თურნავას ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან სარისკო, უპასუხისმგებლო, რამაც თვითონ ეროვნული ბანკი დააყენა, ეროვნული ბანკის საჭბო დაშლის წინაშე, რადგან იქ ამჟამად იყო 7 წევრი. პრეზიდენტი წარადგენს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს და დაპირისპირების გამო ახალი წევრები ვერ დაამტნენ ეროვნული ბანკის საბჭოს და თუ კიდევ ერთი წევრი, რომელიმე დატოვეს, 9 წევრიდან რჩება 4 და ეროვნული ბანკის საბჭო აღარ იქნება ქმედუნარიანი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს ქვეყნისთვის და ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ღია აგენტს, ოთარ ფარცხალაძეს გადაეფარა. ნათი თურნავამ თავისი ნაბიჯით რისკის ქვეშ დააყენა თითოეული მოქალაქის ფინანსები და კეთილდღეობა, რადგან ალბათ ცუდ სიზმარშიც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ამ ქვეყანაშ საბანკო სექტორი ჩამოიშალოს და ვერ მოახერხონ მათ თუნდა საერთაშორისო გადარიცხვები, - ამბობს კეპულაძე.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.