აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი შუახნის კაცს დაეჯახა, კაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანამ მას იმ დროს დაარტყა, როცა მოქალაქე გზაზე გადადიოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.