ნიდერლანდებში ქართველმა თანამოქალაქე მოკლა - პოლიცია თავდამსხმელს ვინაობას ასაჯაროებს
ნიდერლანდებში, საქართველოს მოქალაქემ, 32 წლის კაცი მოკლა - გარდაცვლილს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. ინფორმაციას ადგილობრივი პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, ინციდენტი 19 სექტემბერს, საღამოს საათებში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. დაჭრილი საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თავდამსხმელს ვინაობას და მის აღნაგობას ასაჯაროებს და ამ დრომდე ეძებს.