აღმოჩენილია ოთარ ფარცხალაძის ამ დრომდე მოქმედი ქართული ანგარიშები

21.09.23 15:02
აღმოჩენილია ოთარ ფარცხალაძის ამ დრომდე მოქმედი ქართული ანგარიშები

აღმოჩენილია ოთარ ფარცხალაძის ქართული ანგარიშები, რომლებიც ამ დრომდე მოქმედია. "ლიბერთი ბანკსა" და "ბაზის ბანკში" სანქცირებულ ყოფილ პროკურორს, სავარაუდოდ, გადარიცხვების მიღება შეუძლია.

"პირველებმა" ჩაატარა ჟურნალისტური ექსპერიმენტი - ფარცხალაძის ანგარიშზე ფული გადავრიცხეთ, რომელიც ადრესატამდე შეუფერხებლად მივიდა. სხვა კომერციულ ბანკებში იგივე ტრანზაქციის შესრულება ვეღარ ხდება, რაც აჩენს ლოგიკურ კითხვას: ემორჩილებიან თუ არა ლიბერთი და ბაზის ბანკები საერთაშორისო სანქციებს. 

ბაზის ბანკის საზოგადოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ დასანქცირებულ ფარცხალაძეს მათ ბანკში ანგარიში დახურული აქვთ.

თუკი რომელიმე კლიენტს აქვს შეზღუდვა საბანკო ანგარიშებზე, მის ანგარიშზე ტრანზაქცია ვერ განხორციელდება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მის ანგარიშზე თანხის შეტანა ან თუნდაც ჩარიცხვის მცდელობისას, თანხა ჩერდება სატრანზიტო ანგარიშზე და ავტომატურად რომ შევა ასეთი თანხა, რომელიც ანგარიშზე ვერ ჯდება,  ამ დროს კი აპარატში შეტანილია ჩარიცხვა, ავტომატურად შეტყობინება მიდის თაიმელში, ვინაიდან ჩვენ გვევალება არამხოლოდ მაღალი რისკის კლიენტის შესწავლა, არამედ მათი შესწავლაც, ვინც ცდილობს მოახდინოს მათთან ფინანსური ტრანზაქცია". - ამბობენ "ბაზის ბანკში". 

ოპოზიციის თქმით, მიუღებელია, თუ დადასტურდა, რომ ქართული კომერციული ბანკები ნამდვილად ემსახურებიან სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს.

თუ ბანკები დაადასტურებენ, რომ ისინი ნამდვილად ემსახურებიან სანქცირებულ პირს, ამის შემდეგ შეიძლება ამაზე გავაკეთოთ შეფასებები. ყველა ქართული კომერციული ბანკისგან მიუღებელია, რომ მათ მომსახურება გაუწიონ საერთაშორისოდ სანქცირებულ პირს". - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი მიხელ დაუშვილი. 

ცნობისთვის, ბაზის ბანკის კლიენტებს შორის რუსული "ვითიბი ბანკის" მომხმარებლებიც არიან, რომლებიც, ვითიბის დასანქცირების შემდეგ გადაიბირეს. 

მსგავსი სიახლეები