ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა - ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 50 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 37 150 000 დოლარი გაყიდა.
სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.
ამის პარალელურად, 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.
დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 1.29 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.