ფარცხალაძის დაცვა ეროვნულ ბანკს უკვე 57 მილიონი დოლარი დაუჯდა - ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს
ფარცხალაძის დაცვა ეროვნულ ბანკს ბოლო 24 საათში უკვე 57 მილიონი დოლარი დაუჯდა. ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, თუმცა ლარს მაინც ვერ შველის. ვალუტის კურსი ვარდნას განაგრძობს. ფარცხალაძის გადარჩენის ოპერაციამ საბანკო სექტორი უმძიმეს ვითარებაში ჩააყენა. ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა საფრთხეშია. "ქართულმა ოცნებამ" ცენტრალური ფინანსური ინსტიტუტი ერთ დღეში ჩამოშალა და ეს ყველაფერი საბოლოოდ ხალხს ეხება. უკვე 48 საათია ლარი სწრაფი ტემპით უფასურდება. ეროვნული ვალუტა 2 დღეში თითქმის 11 პუნქტით დაეცა.
ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს, თუმცა ყველამ არა. ვინ არ ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს. ოთარ ფარცხალაძის ანგარიშები "ლიბერთი ბანკსა" და "ბაზის ბანკში" კვლავ ხელმისაწვდომია. პირველების კიდევ ერთი ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ თანხები გენპროკურორის ანგარიშებზე ირიცხება. მაშინ როცა სხვა ბანკებში ანალოგიური ტრანზაქცია ვერ ხორციელდება. "ბაზის ბანკში" ირწმუნებიან, რომ ჩვენს მიერ გადარიცხული ფული ადრესატამდე ვერ მივა, თუმცა ფაქტია, რომ ფარცხალაძის ანგარიშები ამ დრომდე მოქმედია.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.